პრემიერის შეხვედრა საფრანგეთის ელჩთან
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის ელჩს ოლივიე კურტოს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ორმხრივი დიალოგის გაძლიერების აუცილებლობას. ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკასაც
