ევროპარლამენტში ევროკავშირი-მერკოსურის სავაჭრო შეთანხმებაზე კენჭისყრის პროცესი ფერმერების აქციის პარალელურად გაიმართა
ევროპარლამენტში ევროკავშირი-მერკოსურის სავაჭრო შეთანხმებაზე კენჭისყრის პროცესი ფერმერების აქციის პარალელურად გაიმართა. სტრასბურგში ევროპარლამენტის შენობასთან, დემონსტრაცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს პიროტექნიკით ესროლეს, პოლიციამ მათ დასარბევად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ფერმერთა მასშტაბური საპროტესტო აქცია საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში გაიმართა. დემონსტრანტების განცხადებით, ის ფაქტი, რომ სავაჭრო შეთანხმება ევროპარლამენტმა დამტკიცების ნაცვლად მართლმსაჯულების სასამართლოს გაუგზავნა განსახილველად, მათი პირველი გამარჯვებაა.
