ევროპარლამენტში ევროკომისიისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრა გაიმართა
ევროპარლამენტში ევროკომისიისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრა გაიმართა. 390 ხმით 165-ის წინააღმდეგ, პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და მისი კომისია, უნდობლობის გამოცხადებას უკვე მეოთხედ გადაურჩნენ. ევროპარლამენტის სამი პოლიტიკური ჯგუფი ამჯერად,, ევროკომისიის გადადგომას მერკოსურთან სავაჭრო შეთანხმების გამო ითხოვდა. კრიტიკოსები ევროკომისიის პრეზიდენტს ადგილობრივი ფერმერების ინტერესების დარღვევაში ადანაშაულებენ
