დონალდ ტრამპის მშვიდობის საბჭოს წესდებას წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა ოფიციალურად მოაწერეს ხელი
დონალდ ტრამპის მშვიდობის საბჭოს წესდებას წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა ოფიციალურად მოაწერეს ხელი. ცერემონია დავოსში, მსოფლიო ეკონომიკის ფორუმზე გაიმართა. ტრამპის მშვიდობის საბჭო ამიერიდან ოფიციალური საერთაშორისო ორგანიზაციაა. ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მსოფლიოს ცეცხლი ეკიდა, დღეს კი ვითარება გაცილებით მშვიდია, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში. დონალდ ტრამპის თქმით, ღაზაში ომი რეალურ დასასრულს მიუახლოვდა. თეთრი სახლის ლიდერმა უკრაინაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამშვიდობო შეთანხმება მალეა მოსალოდნელი
