პრემიერ-მინისტრი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის ელჩს ოლივიე კურტოს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე. ხაზი გაესვა არსებული საერთაშორისო დღის წესრიგის გათვალისწინებით, ქვეყნებს შორის ორმხრივი დიალოგის გაძლიერების აუცილებლობას. ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას. მხარეებმა დაადასტურეს ორმხრივი მზადყოფნა მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის
