შესყიდვებისა და ეფექტიანობის დეპარტამენტების ერთობლივი მუშაობის შედეგად, ბოლო 6 თვის განმავლობაში, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაახლოებით 300 მილიონი ლარი დაიზოგა
შესყიდვებისა და ეფექტიანობის დეპარტამენტების ერთობლივი მუშაობის შედეგად, ბოლო 6 თვის განმავლობაში, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაახლოებით 300 მილიონი ლარი დაიზოგა. ანგარიშიდან ირკვევა ისიც, რომ ამავე პერიოდში ეფექტიანობის დეპარტამენტმა სახელმწიფო უწყებების პროექტების მონიტორინგის შედეგად, ცალკეულ შემთხვევებში სახელმწიფო სახსრების არარაციონალურად და გაუმჭვირვალედ ხარჯვასთან დაკავშირებული რისკები გამოავლინა და შემდგომი რეაგირებისთვის საგამოძიებო ორგანოებს მიმართა. ამას გარდა, როგორც ცნობილია გამკაცრდა „თეთრ სიაში“ მოხვედრის კრიტერიუმები, ხოლო 2029 წელს დაგეგმილია „თეთრი სიის“ სრულად გაუქმება
