ვანდალიზმის წინააღმდეგ, მუნიციპალიტეტთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროც იმუშავებს
ვანდალიზმის წინააღმდეგ, მუნიციპალიტეტთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროც იმუშავებს. გამკაცრდება კანონით გათვალისწინებული პირობების აღსრულება. დედაქალაქში გამოვლენილ ვანდალიზმის ფაქტებზე მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა ისაუბრა. კახა კალაძის თქმით თბილისში, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ვანდალურად დაზიანების 5 000-მდე ფაქტია აღრიცხული
