სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო სხვადასხვა სასურსათო კომპანიას ამოწმებს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო სხვადასხვა სასურსათო კომპანიას ამოწმებს. „ქრონიკის“ კითხვაზე „რა მიზნით არის შესული კომპანიებში ანტიკორუფციული სააგენტო და შეისწავლის თუ არა ფინანსურ დოკუმენტებს, უწყებაში გვიპასუხეს, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოძიების ინტერესის საგანია ფასთა წარმოქმნის პროცესი, რისი შესწავლის მიზნითაც ხდება დოკუმენტების ელექტრონული ვერსიის სასამართლოს განჩინებებით გამოთხოვა. სუსში აცხადებენ, რომ სხვა ფინანსური საკითხებით ამ შემთხვევაში არ ინტერესდებიან, რადგან ეს არ წარმოადგენს მიმდინარე გამოძიების კვლევის საგანს“
