დღეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ოფიციალურად დატოვა
დღეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ოფიციალურად დატოვა. ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანმოდან გასვლის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მიიღო. მიზეზად სახელდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კოვიდ -19-ის პანდემიის არასათანადო მართვა , ასევე ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ჯანმო არასათანადო პოლიტიკური გავლენების ქვეშ მოქმედებდა. დონალდ ტრამპმა ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ადგილი ჰქონდა დაფინანსების უთანასწორო პრაქტიკას, ვინაიდან ამერიკა ჯანმოს ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი იყო.
