დონალდ ტრამპის განცხადებით, გრენლნადია თავისი ადგილმდებარეობით, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ისე თავისუფალი სამყაროს უსაფრთხოებისთვის
დონალდ ტრამპის განცხადებით, გრენლნადია თავისი ადგილმდებარეობით, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ისე თავისუფალი სამყაროს უსაფრთხოებისთვის. თეთრი სახლის ლიდერმა განმარტა, რომ გრენლანდიაზე კონტროლის დამყარება ასევე მნიშვნელოვანია ამერიკის მიერ ე.წ. ოქროს გუმბათის მშენებლობის პროცესში, რაც მასშტაბური საჰაერო თავდაცვითი სისტემის შექმნას ითვალისწინებს. დონალდ ტრამპი გამოეხმაურა გრენლანდიის საკითხზე ევროპელი ლიდერების მუქარას, რომ მწვავე სავაჭრო ზომებს გამოიყენებენ და აღნიშნა, რომ ევროპელებმა არ იციან რაზე საუბრობენ.
