სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 88 ადამიანი დააკავეს
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 88 ადამიანი დააკავეს. მათ შორის არიან ნარკორეალიზატორები. საპოლიციო ღონისძიებები გასული 24 საათის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში ჩატარდა. ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალება, ცეცხლსასროლი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები და სავარაუდოდ, ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები. უწყებაში აცხადებენ, რომ 2025 წლის ბოლო 7 თვის გამავლობაში, ნარკოტიკული დანაშაულისთვის, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 5000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 2000-მდე ნარკორეალიზაციაში ჩართული პირი.
