დედაქალაქში გამოვლენილ ვანდალიზმის ფაქტებზე ისაუბრა მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა
დედაქალაქში გამოვლენილ ვანდალიზმის ფაქტებზე ისაუბრა მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა. კახა კალაძის განცხადებით, ვანდალიზმის წინააღმდეგ, მუნიციპალიტეტთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროც იმუშავებს და გამკაცრდება კანონით გათვალისწინებული პირობების აღსრულება. თბილისში, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ვანდალურად დაზიანების 5 000-მდე ფაქტია აღრიცხული.
