ციკლონმა „ჰარიმ“ იტალიაში ძლიერი წვიმა და ქარიშხალი გამოიწვია
ციკლონმა „ჰარიმ“ იტალიაში ძლიერი წვიმა და ქარიშხალი გამოიწვია. ქვეყნის სამხრეთ რეგიონებში ამინდის გაუარესების გამო სამაშველო სამსახურებმა 1600-ზე მეტი სამაშველო ოპერაცია განახორციელეს. განგაშის წითელი დონე გამოცხადდა სიცილიის ნაწილში. ათობით მუნიციპალიტეტში სკოლები დაიხურა.
