პუტინი მზად არის, დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ მილიარდი დოლარი გადასცეს იმ რუსული აქტივებიდან, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გაიყინა
პუტინი მზად არის, დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ მილიარდი დოლარი გადასცეს იმ რუსული აქტივებიდან, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გაიყინა. რაც შეეხება ამერიკაში გაყინული რუსული აქტივების ნაწილს, პუტინის აზრით, რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ჰიპოთეტური გაფორმების შემდეგ, ეს სახსრები შესაძლოა საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაზარალებული ტერიტორიების აღსადგენად იყოს გამოყენებული. რუსეთის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, რომელ ტერიტორიებს გულისხმობდა - მათ, რომლებსაც უკრაინა აკონტროლებს, თუ რუსეთის მიერ ომის დროს ოკუპირებულ რეგიონებს.
