განათლების მინისტრმა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ვეტერინარული ლაბორატორიები დაათვალიერა
განათლების მინისტრმა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ვეტერინარული ლაბორატორიები დაათვალიერა. ლაბორატორიები სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვა, რაც ვეტერინარიის სტუდენტებს პრაქტიკული და კვლევითი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დაეხმარება.
