2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 67 მილიონ 413 621 ლარი დაიზოგა
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ჩართულობით, სახელმწიფო პროგრამებიდან და შესყიდვებიდან, 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 67 მილიონ 413 621 ლარი დაიზოგა - ამის შესახებ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშშია აღნიშნული. ანგარიშის მიხედვით, „მიღებული ეკონომიის უდიდესი ნაწილი უკავშირდება სახელმწიფო შესყიდვების მართვის საკითხებს. 14 მილიონ 491 208 ლარის ეკონომია მოუტანა ბიუჯეტს მთავრობის ადმინისტრაციის სახელმწიფო შესყიდვების და ბაზრის კვლევის დეპარტამენტმა შემსყიდველი ორგანიზაციების მოთხოვნების შესწავლის შედეგად. მთავრობის გადაწყვეტილებით შეიქმნა ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, რომელიც ცალკეული საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას უზრუნველყოფს, შესასყიდი საქონლისა და მომსახურების საპროგნოზო ღირებულება წლიურად 2 მილიარდ ლარია. შეიცვალა სამშენებლო სამუშაოების ღირებულების დადგენის არაერთგვაროვანი პრაქტიკა, მთავრობის განკარგულებით, სამშენებლო მასალების სარეკომენდაციო საბაზრო ფასს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დაადგენს, რაც ხელს შეუწყობს შესყიდვების გამჭვირვალედ განხორციელებას და აისახება სამუშაოების ხარისხზე
