დავოსის მსოფლიო ეკონომიკის ფორუმის ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე, რომელშიც ნატოს გენერალური მდივანი, ასევე ფინეთისა და პოლონეთის ლიდერები მონაწილეობენ, მოდერატორმა აღნიშნა, რომ ფორუმზე უკრაინა და რუსეთი ერთხელაც არ უხსენებიათ
დავოსის მსოფლიო ეკონომიკის ფორუმის ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე, რომელშიც ნატოს გენერალური მდივანი, ასევე ფინეთისა და პოლონეთის ლიდერები მონაწილეობენ, მოდერატორმა აღნიშნა, რომ ფორუმზე უკრაინა და რუსეთი ერთხელაც არ უხსენებიათ. მოდერატორის კითხვაზე, რისკავენ თუ არა უკრაინის საკითხის უყურადღებოდ დატოვებას გრენლანდიის გამო, ჩრდილო- ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ შესაძლოა ლიდერები შეცდომას უშვებენ. მარკ რუტეს თქმით, საჭიროა პრიორიტეტი კვლავ უკრაინის მხარდაჭერა იყოს.
