კაია კალასის განცხადებით, უცხო ძალების მხრიდან ჩარევაზე რეაგირება ევროკავშირის უმთავრესი პოლიტიკური პრიორიტეტი უნდა იყოს
კაია კალასის განცხადებით, უცხო ძალების მხრიდან ჩარევაზე რეაგირება ევროკავშირის უმთავრესი პოლიტიკური პრიორიტეტი უნდა იყოს. საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ევროპარლამენტს მიმართა და განმარტა, რომ დაუყოვნებლივ საჭიროა მეტი ამბიცია და წინააღმდეგობის გაწევის რესურსი.
