აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ქუთაისში აფხაზეთის №5 და №6 საჯარო სკოლების მასწავლებლებსა და დირექტორებს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ქუთაისში აფხაზეთის №5 და №6 საჯარო სკოლების მასწავლებლებსა და დირექტორებს შეხვდა. ყურადღება გამახვილდა სკოლებში არსებულ ძირითად გამოწვევებზე, მათ შორის სასწავლო პროცესის გაუმჯობესების შესაძლებლობებზე, ინფრასტრუქტურულ საჭიროებებსა და პედაგოგების პროფესიული განვითარების საკითხებზე. გიორგი ჯინჭარაძემ პირველკლასელებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
