მთელი ღამის განმავლობაში თოვდა მაღალმთიან აჭარაში
მთელი ღამის განმავლობაში თოვდა მაღალმთიან აჭარაში. ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტების მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 80 სანტიმეტრს აღწევს, ხოლო დაბალ ზონაში 30-40 სანტიმეტრია. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა თოვლის საფარისგან გზების გაწმენდა დილიდან განაახლა.
