ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა სანდრო მამუკელაშვილმა
ქართველმა კალათბურთელმა „გოლდენ სტეიტის“ წინააღმდეგ ორმაგი დუბლი შეასრულა, „ტორონტომ“ კი მეტოქე დამაჯერებლად, 18-ქულიანი სხვაობით 145-127 დაამარცხა. მამუკელაშვილი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და არასრული 26 წუთი ითამაშა, მან 14 ქულა, 12 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. სანდრომ 4-დან 4 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო ორი საჯარიმო ტყორცნიდან ორივე ზუსტად გამოიყენა. "ტორონტო რეპტორსი" 26 მოგებითა და 19 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზე იმყოფება, ხოლო მომდევნო შეხვედრას 22 იანვარს "საკრამენტოს" წინააღმდეგ ჩაატარებს.
