დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკის სასაზღვრო და საიმიგრაციო აღსრულების ოფიცრები, დამნაშავე არალეგალი მიგრანტების დაკავებისას, დაქირავებული აგიტატორების პროტესტს აწყდებიან
დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკის სასაზღვრო და საიმიგრაციო აღსრულების ოფიცრები, დამნაშავე არალეგალი მიგრანტების დაკავებისას, დაქირავებული აგიტატორების პროტესტს აწყდებიან. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის შეფასებით, ის ხალხი რომელიც დამნაშავეების დაკავების პროცესს აპროტესტებს და აფერხებს, ამბოხების წამქეზებლებს და პროფესიონალი აგიტატორები წარმოადგენენ და ფულს იღებენ. ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები და არეულობა ამჟამად მინესოტაშია.
