ფაინენშალ თაიმსის ცნობით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ომისთვის ევროკავშირი სათანადოდ აღჭურვილი არ არის
ფაინენშალ თაიმსის ცნობით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ომისთვის ევროკავშირი სათანადოდ აღჭურვილი არ არის. ანალიტიკურ სტატიაში წერია, რომ თუკი გრენლანდიის საკითხზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მუქარები სრულმასშტაბიან სავაჭრო ომს გამოიწვევს, ერთმანეთს დაუპირისპირდებიან დიდი ხნის ტრანსატლანტიკური მოკავშირეები, რომელთაც რადიკალურად განსხვავებული სისტემები აქვთ ეკონომიკური კონფლიქტის სამართავად.
