გრენლანდიის საკითხზე ამერიკის პრეზიდენტსა და ევროპელ ლიდერებს შორის მიმდინარე უთანხმოების ფონზე, უკრაინისთვის 800 მილიარდი დოლარის ოდენობის ეკონომიკური მხარდაჭერის პაკეტის ხელმოწერა, რომელიც დავოსში იგეგმებოდა - გადაიდო
გრენლანდიის საკითხზე ამერიკის პრეზიდენტსა და ევროპელ ლიდერებს შორის მიმდინარე უთანხმოების ფონზე, უკრაინისთვის 800 მილიარდი დოლარის ოდენობის ეკონომიკური მხარდაჭერის პაკეტის ხელმოწერა, რომელიც დავოსში იგეგმებოდა - გადაიდო. ინფორმაციას ფაინენშალ თაიმსი ექვს მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ტრანსატლანტიკურმა განხეთქილებამ, რომელიც უფრო და უფრო ღრმავდება, შესაძლოა ძირი გამოუთხაროს კიევისადმი დასავლეთის ერთიან მხარდაჭერას.
