გასულ წელს მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები წლიურად ექვსი პროცენტით გაიზარდა და თითქმის ხუთი მილიარდი დოლარი შეადგინა
გასულ წელს მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები წლიურად ექვსი პროცენტით გაიზარდა და თითქმის ხუთი მილიარდი დოლარი შეადგინა. ტურიზმის ინდუსტრიისთვის ეს რეკორდული მაჩვენებელია. მხოლოდ მე-4 კვარტალში, შემოსავალი 9.2%-ით გაიზარდა და მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ძირითადად ისრაელიდან, ევროკავშირიდან და გაერთიანებული სამეფოდან, ასევე აზერბაიჯანიდან და საუდის არაბეთიდან გაიზარდა.
