გუდაური–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია და მოძრაობა თავისუფალია ყველა სახის ტრანსპორტისთვის
გუდაური–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია და მოძრაობა თავისუფალია ყველა სახის ტრანსპორტისთვის. რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები. კერძოდ, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის ფარავნის ურელტეხილზე, ნაქერალას უღელტეხილზე, საჩხერე-რაჭის გზაზე, ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის ოფიტარა-მელეს მონაკვეთზე, ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზის ქორენიში-შოვის მონაკვეთზე და ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე. ზვავსაშიშროების, ძლიერი თოვის, ცუდი ხილვადობისა და ქარბუქის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია: საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის მონასტრის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის პაქსაძეების ხიდი-უტყისუბნის მონაკვეთზე, ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე, კორშა-შატილის მონაკვეთზე და უშგული-ლასდილის მონაკვეთზე. მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა დასაშვები ბათუმი-ახალციხის გზის მონაკვეთზე.
