ჩემპიონთა ლიგის მეშვიდე ტურში „პარი სენ-ჟერმენი“ ლისაბონის „სპორტინგთან“ გასვლაზე დამარცხდა, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა
ჩემპიონთა ლიგის მეშვიდე ტურში „პარი სენ-ჟერმენი“ ლისაბონის „სპორტინგთან“ გასვლაზე დამარცხდა, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა 79-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა. მან მეტოქის კარი შორეულ ცხრიანში შესანიშნავი დარტყმით აიღო. სპორტინგს სამი ქულა ლუის სუარესმა მოუტანა, რომელმაც 91-ე წუთზე დუბლი გაიფორმა. გიორგი ქოჩორაშვილი თამაშში 95-ე წუთზე ჩაერთო. პესეჟესა და „სპორტინგს“ 13-13 ქულა აქვთ და მეხუთე-მეექვსე ადგილს იყოფენ. ვილიარეალი კი, სადაც გიორგი მიქაუტაძე თამაშობს, საკუთარ მოედანზე „აიაქსთან“ 1-2 დამარცხდა, ქართველმა ფორვარდმა 72-ე წუთიდან ითამაშა. ჩემპიონთა ლიგაზე გიორგი მამარდაშვილის ლივერპული კი დღეს მარსელს შეხვდება.
