კალიფორნიის ცენტრალური ოლქის პროკურორის განცხადებით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ფედერალური ოფიცრებისთვის ხელის შეშლისა და მათზე თავდასხმის ფაქტებზე ბრალი 100-ზე მეტ ადამიანს წაუყენეს
კალიფორნიის ცენტრალური ოლქის პროკურორის განცხადებით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ფედერალური ოფიცრებისთვის ხელის შეშლისა და მათზე თავდასხმის ფაქტებზე ბრალი 100-ზე მეტ ადამიანს წაუყენეს. გამოძიება კიდევ ათობით მოქალაქეზე მიმდინარეობს. პროკურატურის ოფიციალური განცხადებით, საქმე ეხება ისეთ დანაშაულებს, როგორიცაა სასაზღვრო და საიმიგრაციო აღსრულების ოფიცრების წინააღმდეგ მიმდინარე აქციებზე ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებისა და სხვა მოწყობილობების გამოყენება, რითაც დაზიანდნენ ოფიცრები და სახელმწიფო საკუთრება. ბრალდებულებს შორის არიან აქტივისტები, რომლებმაც ოფიცრებზე თავდასხმა საკუთარი ავტომობილით სცადეს, ასევე ადამიანები, რომლებმაც სამართალდამცველებს შეაფურთხეს - ეს დანაშაული 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
