ევროკავშირ-მერკოსურის სავაჭრო შეთანხმების წინააღმდეგ სტრასბურგში, ევროპარლამენტთან ფერმერების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ევროკავშირ-მერკოსურის სავაჭრო შეთანხმების წინააღმდეგ სტრასბურგში, ევროპარლამენტთან ფერმერების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. საკანონმდებლო შენობასთან ტრაქტორების მსვლელობა მოეწყო. ფერმერები აცხადებენ, რომ მერკოსურის სავაჭრო შეთანხმება ევროპელებისთვის სოფლის მეურნეობის სექტორში უსამართლო კონკურენციას შექმნის, გამოიწვევს ევროკავშირის სტანდარტებისთვის შეუსაბამო პროდუქტის იმპორტს და ფერმერებს მნიშვნელოვნად დააზარალებს. აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ ხვალ ევროპარლამენტმა სავაჭრო შეთანხმების დამტკიცებას მხარი არ დაუჭიროს. შეთანხმებას ხელი რამდენიმე დღის წინ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოაწერა. ამის გამო, ევროპარლამენტის სამი პოლიტიკური ჯგუფი მის გადადგომას ითხოვს.
