ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, მსოფლიოში მიმდინარე სეისმური ცვლილებების პერიოდში ახალი ევროპული დამოუკიდებლობის მშენებლობაა საჭირო
ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, მსოფლიოში მიმდინარე სეისმური ცვლილებების პერიოდში ახალი ევროპული დამოუკიდებლობის მშენებლობაა საჭირო. დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის დამოუკიდებლობას როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკის, თავდაცვისა და დემოკრატიის კუთხით. გრენლანდიაზე კონტროლის შესახებ ამერიკის პრეზიდენტის განცხადებების ფონზე, ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ევროპა არქტიკის უსაფრთხოების პაკეტზე მუშაობს, რომელიც გრენლანდიისა და დანიის სამეფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას დაეფუძნება. გრენლანდიაზე განსხვავებული პოზიციების გამო, დონალდ ტრამპის მიერ ევროპელებისთვის დაანონსებულ ტარიფებს კი ურსულა ფონ დერ ლაიენმა შეცდომა უწოდა.
