აჭარის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზები იწმინდება
აჭარის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზები იწმინდება. ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი ყველა გზა თავისუფალია. გრძელდება შიდა სასოფლო გზების გასუფთავება. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს მოუწოდებს, მაღალი ზონის სოფლებში მხოლოდ მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშულებებით, ზამთრის პერიოდისთვის შესაბამისი საბურავებით გადაადგილდნენ და საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენონ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები.
