პრეზიდენტის შეწყალებაზე სპეკულაცია სცადა ოპოზიციამ
პრეზიდენტის შეწყალებაზე სპეკულაცია სცადა ოპოზიციამ. შექმნეს ცრუ მოლოდინი, გამოიყენეს პატიმრების ოჯახის წევრები, ახლა კი თავისივე დადგმული სპექტაკლით მანიპულირებას საზოგადოებაზე ცდილობენ და ასე ხელისუფლებას ფსიქოლოგიურ ტერორს აბრალებენ. ყალბ აჟიოტაჟს კანონი და მათივე მოქმედებები ამხელს. პრეზიდენტი შეწყალების აქტს დანაშაულის აღიარებისა და მონანიების გარეშე არ გამოსცემს, ან უნდა იყოს განსაკუთრებული გარემოება.
