დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ღაზის „მშვიდობის საბჭოს“ წევრად რუსეთის პრეზიდენტი მიიწვია
დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ღაზის „მშვიდობის საბჭოს“ წევრად რუსეთის პრეზიდენტი მიიწვია. ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რა რეაქცია აქვს მას საფრანგეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე, რომ ამ საბჭოს არ შეუერთდება, ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ემანუელ მაკრონი მაინც არავის სჭირდება, რადგან მას საპრეზიდენტო ვადა მალე ეწურება. დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, საფრანგეთიდან იმპორტირებულ ღვინოსა და ცქრიალა ღვინოზე ორას პროცენტიან ტარიფებს დააწესებს.
