ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გაერთიანებულ სამეფოს აკრიტიკებს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გაერთიანებულ სამეფოს აკრიტიკებს. დონალდ ტრამპის თქმით, ბრიტანეთი გეგმავს, რომ დიეგო გარსიას კუნძული, რომელიც ამერიკის მნიშვნელოვან სამხედრო ბაზას წარმოადგენს, მავრიკს სრულიად უსაფუძვლოდ გადასცეს. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, გაერთიანებული სამეფოს მიერ უკიდურესად მნიშვნელოვანი ტერიტორიის გასხვისება დიდი სისულელეა და კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რომ ამერიკამ გრენლანდიაზე კონტროლი დაამყაროს.
