საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა ევროპის ჩემპიონატის განაცხადი დაასახელა
საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა ევროპის ჩემპიონატის განაცხადი დაასახელა. ევრო 2026-ზე ქვეყნის ღირსებას 14 მოთამაშე დაიცავს. განაცხადს მიღმა სამი მოთამაშე დარჩა. ჩვენი ნაკრები ტურნირზე პირველ შეხვედრას 21 იანვარს, ერთ-ერთ მასპინძელ ლატვიასთან გამართავს. ეი ჯგუფში საქართველოს მეტოქეები ლატვიის გარდა ხორვატია და საფრანგეთი იქნებიან.
