სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ში მორიგი შედეგიანი შეხვედრა ჩაატარა
სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ში მორიგი შედეგიანი შეხვედრა ჩაატარა. „ტორონტო“ „ლეიკერსთან“ 17-ქულიანი სხვაობით, 93-110 დამარცხდა. 26 წლის ქართველმა კალათბურთელმა კი 24 წუთში 20 ქულა, 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. მამუკელაშვილმა ხუთიდან ორი სამქულიანი, შვიდიდან ექვსი ორქულიანი და ხუთიდან ორი საჯარიმო ჩააგდო. 25 მოგებითა და 19 წაგებით „ტორონტო“ აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა.
