დანიის პრემიერ- მინისტრის განცხადებით, გრენლანდიის საკითხზე ევროპა პრეზიდენტ დონალდ ტერამპის ტარიფებით შანტაჟის მსხვერპლი არ გახდება
დანიის პრემიერ- მინისტრის განცხადებით, გრენლანდიის საკითხზე ევროპა პრეზიდენტ დონალდ ტერამპის ტარიფებით შანტაჟის მსხვერპლი არ გახდება. მეტე ფრედე-რიკსენმა სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად გამოსცა დეკლარაცია, რომ ტარიფები ტრანსლატლანტიკურ ურთიერთობებს უქმნის საფრთხეს. ამერიკის პრეზიდენტის მიზნებს, რომ გრენლანდიაზე კონტროლი დაამყაროს, ეხმიანება ევროკომისიის პრეზიდენტიც. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ის ესაუბრა ნატოს გენერალურ მდივანს, საფრანგეთის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს და იტალიის ლიდერებს. ფონ დერ ლაიენის თქმით, ისინი ერთად და მტკიცედ დგანან გრენლანდიისა და დანიის სამეფოს სუვერენიტეტის დასაცავად.
