აშშ-ს სახაზინო მდივნის განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო ძალისხმევას ევროპის ქვეყნები რუსული ნავთობის შეძენით აფინანსებენ
შეერთებული შტატების სახაზინო მდივნის განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო ძალისხმევას ევროპის ქვეყნები რუსული ნავთობის შეძენით აფინანსებენ. ეს კომენტარი სკოტ ბესენტმა ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის გრენლანდიის მნიშვნელობის კონტექსტში გააკეთა. მისი თქმით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვერ დაუშვებს, რომ თავისი ქვეყნის უსაფრთხოება სხვას ანდოს. ბესენტი ამბობს რომ ახლა ევროპა სისუსტეს ავლენს, ამერიკის შეერთებული შტატები კი სიძლიერეს.
