ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხს ამოწმებს
ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხს ამოწმებს. წელს კონტროლი კიდევ უფრო გააქტიურდება, რათა ქართული ღვინო საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებდეს და მასზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდოს. გასულ წელს 360-მდე ღვინის კომპანია შეამოწმეს. ჩატარდა 279 დეგუსტაცია. 2025 წელს, წინა წელთან შედარებით, დარღვევების რაოდენობა შემცირდა.
