საქართველოში ახალი პროფესიონალური საბრძოლო ლიგა ჯი-სი-ელი დაარსდა
საქართველოში ახალი პროფესიონალური საბრძოლო ლიგა ჯი-სი-ელი დაარსდა. მთავარი მიზანი რეგიონში ახალგაზრდა ნიჭიერი სპორტსმენების აღმოჩენა და მათთვის ისეთ პრესტიჟულ ორგანიზაციებში გაწევრების ხელშეწყობაა, როგორებიც უეფსი და ბელატორია. სხვადასხვა რეგიონში ერთი წლის განმავლობაში რვა ოფიციალური შეჯიბრება ჩატარდება, საიდანაც ქვეყნის საუკეთესო მებრძოლები შეირჩევიან და ფინალურ ტურში გამოვლენ. სიახლეა ისიც, რომ გიორგი ქართველიშვილი პირველი ქართველი გახდება, რომელიც ილია თოფურიას და კრიშტიანუ რონალდუს დაარსებულ საბრძოლო ორგანიზაციაში იბრძოლებს.
