საქართველოს ფუტსალის ნაკრები რიგაში ჩავიდა და ევროპის ჩემპიონატისთვის პირველი ვარჯიში ჩატარდა
საქართველოს ფუტსალის ნაკრები რიგაში ჩავიდა და ევროპის ჩემპიონატისთვის პირველი ვარჯიში ჩატარდა. დღეს კი მთავარი მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი კონტინენტის პირველობისთვის საბოლოო 14-კაციან შემადგენლობას დაასახელებს. ქართველი ფეხბურთელები ტურნირს 21 იანვარს მასპინძელ ლატვიის გუნდთან შეხვედრით დაიწყებენ, რომელიც თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.
