გრენლანდიისა და დანიის მხარდასაჭერად შემდგომი კოორდინაცისთვის ევროპული საბჭოს რიგგარეშე სხდომა დაინიშნა
გრენლანდიისა და დანიის მხარდასაჭერად შემდგომი კოორდინაცისთვის ევროპული საბჭოს რიგგარეშე სხდომა დაინიშნა. საგანგებო შეხვედრა მიმდინარე კვირას გაიმართება. გადაწყვეტილება ევროკავშირის ელჩების სამიტის შემდეგ მიიღეს, რომელზეც ტრამპის მიერ დაანონსებული ტარიფების თავიდან ასაცილებლად მოქმედების შეთანხმებას მიაღწიეს.
