თბილისის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა - შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა - მოყვანის ბრალდებით, დაკავებულია რუსეთის მოქალაქე. მას დროებით საცხოვრებელ ბინაში მოწყობილი ჰქონდა სპეციალური სათბური. ამოღებულია გამომშრალი „მარიხუანა“ და მცენარე „კანაფი“. ასევე ნარკოტიკების კულტივირებისა და დაფასოებისთვის საჭირო მასალები. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
