თოვის გამო ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე გარკვეული შეზღუდვებია
თოვის გამო ვაზიანი- გომბორი- თელავის საავტომობილო გზაზე გარკვეული შეზღუდვებია. ამ მონაკვეთზე გადაადგილება დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის. რეგიონში მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა დროებით შეაჩერა. აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდა. ენერგო- პრო- ჯორჯიაში განმარტავენ, რომ მოსახლეობას დენის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგება.
