ესპანეთის ლიგა ენდესას მე-16 ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ „ბილბაოსთან“ 78-95 დამარცხდა
ესპანეთის ლიგა ენდესას მე-16 ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ „ბილბაოსთან“ 78-95 დამარცხდა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 17 წუთი გაატარა, რა დროშიც 13 ქულა, 6 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა. 36 წლის ცენტრმა 10-დან 6 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. „ტენერიფე“ ლიგა ენდესაში 9 მოგებით და 7 წაგებით მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 25 იანვარს, სტუმრად „ბარსელონას“ ეთამაშება.
