საქართველომ კადეტებს და ახალგაზრდებს შორის რაპირით ფარიკაობაში მსოფლიო თასს უმასპინძლა
საქართველომ კადეტებს და ახალგაზრდებს შორის რაპირით ფარიკაობაში მსოფლიო თასს უმასპინძლა. ტურნირში 34 ქვეყნის 227 სპორტსმენმა იასპარეზა. ინდივიდუალური შეჯიბრებები 16 იანვარს დაიწყო, დღეს კი ტურნირი გუნდური შეჯიბრებებით დაიხურა. საქართველო მსოფლიო თასზე 22 მოფარიკავით იყო წარმოდგენილი. ჩვენი ქვეყნიდან საუკეთესო შედეგი ლიზა თაყაიშვილმა აჩვენა - მან მერვედფინალში გასვლა შეძლო. ტურნირის ეგიდით საქართველოში საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლებიც იმყოფებიან, რომლებმაც ქვეყანაში არსებული ინფრასტრუქტურა დადებითად შეაფასეს. ორ კვირაში მსოფლიო თასი უკვე ხმლით ფარიკაობაში გაიმართება. თებერვალში კი ევროპის ჩემპიონატზე ფარიკაობის ფედერაცია თბილისში 3000-მდე სტუმარს ელოდება.
