ტრამპი გაეროს საკუთარ ალტერნატივას ქმნის და მასში გაწევრიანებისთვის მილიარდ დოლარს ითხოვს
ტრამპი გაეროს საკუთარ ალტერნატივას ქმნის და მასში გაწევრიანებისთვის მილიარდ დოლარს ითხოვს. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება და აღნიშნავს, რომ საქმე ღაზის საკითხზე შექმნილ „მშვიდობის საბჭოს“ ეხება, რომელიც პერსპექტივაში სხვა კონფლიქტებზეც, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე ომზეც იმუშავებს, ხოლო მისი ერთპიროვნული მმართველი ანუ თავმჯდომარე დონალდ ტრამპი იქნება. „ბლუმბერგი“ მის ხელში აღმოჩენილი დოკუმენტის მიხედვით იუწყება, რომ საბჭო გადაწყვეტილებებს ხმათა უმრავლესობით მიიღებს, თუმცა ნებისმიერი მათგანი ძალაში მხოლოდ თავმჯდომარის თანხმობის შემდეგ შევა. პროექტი ჯერ ოფიციალურად არ დამკიცებულა. მას სულ მცირე 3 ქვეყნის თანხმობა სჭირდება.
