თბილისში ისევ თოვს და ნალექიანი ამინდი ხვალაც შენარჩუნდება
თბილისში ისევ თოვს და ნალექიანი ამინდი ხვალაც შენარჩუნდება. დედაქალაქში გზები გაწმენდილია. დაყრილია ტექნიკური მარილი, მუშაობს სპეცტექნიკა. მერია მძღოლებს მოუწოდებს, მხოლოდ ზამთრის საბურავებიანი ავტომობილებით გადაადგილდნენ.
