„ქრონიკის“ კითხვაზე გერმანიის ელჩი ისევ დუმს
„ქრონიკის“ კითხვაზე გერმანიის ელჩი ისევ დუმს. 15 იანვარს აქტივისტებთან გამართულ საიდუმლო შეხვედრაზე, სადაც „ქრონიკის“ ინფორმაციით გირჩის აქტივისტი და კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა იმყოფებოდა. გერმანელმა დიპლომატმა კი მათ უთხრა, რომ საქართველოში მოვლენები ირანის მსგავსად უნდა განვითარდეს, რადგან დღევანდელი საპროტესტო ღონისძიებები მომავალში შედეგს არ მოიტანს. ჩვენს ეთერში ამბის გაშუქების შემდეგ, პეტერ ფიშერმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ევროპულ გზასთან დაკავშირებით ისაუბრეს და არა ირანის მოვლენებზე. ასევე, ჩვენი ინფორმაციით, გერმანიის ელჩმა ისაუბრ დაფინანსების მოპოვების საკითხზეც და თქვა რომ კონტაქტი ამ თემაზე „გირჩის“ წევრ ლუკა მიშველაძესთან ექნება და მას გააცნობს დეტალებს.
