პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ორ მოქალაქეს, რომლებიც უაქციოზოდ ასხამდნენ ალკოჰოლურ სასმელებს და ყიდდნენ
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ორ მოქალაქეს, რომლებიც უაქციოზოდ ასხამდნენ ალკოჰოლურ სასმელებს და ყიდდნენ. გამოძიების ინფორმაციით, ისინი რუსთავში ამზადებდნენ სხვადასხვა ბრენდული დასახელების არყებს, ასევე ბეჭდავდნენ ყალბ აქციზურ მარკებს. ფალსიფიცირებული პროდუქცია იყიდებოდა ქვემო ქართლის ტერიტორიაზე არსებულ სარეალიზაციო პუნქტებსა და კვების ობიექტებში. ამოღებულია დანაშაულის დამადასტურებელი მასალები. ბრალდებულები დანაშაულს აღიარებენ. სასამართლო აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს.
